„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობენ. ანი წითლიძე, თემურ ჯანაშია და დავით კირკიტაძე მედიკოსებმა მოინახულეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად კვლევებისთვის საჭირო ნიმუშები აიღეს. დეპუტატების თქმით, ისინი შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.