„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის 56 წლის იუბილეზე პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გაკეთებული განცხადებები მორალურად და პოლიტიკურად გაუმართლებელია. გიორგი გახარიას გუნდის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროში გადაიყვანოს. მათივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო მიზნებისთვის იყენებს და ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ გახარიას გუნდი ორმაგი სტანდარტებით თამაშობს.