სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნა და „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო ვნებათაღელვა იზრდება.

თუ უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოჯახი და თანაგუნდელები საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ. პოლიტიკური ბრძოლის ყველა მექანიზმის გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ ექს-პრეზიდენტის პარტიაშიც. ერთ-ერთ ინსტრუმენტად კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სახელდება, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს, ისევე როგორც სკეპტიკურად უყურებს მოსალოდნელი აქციების გეგმასაც. პოლიტიკური შეფასებები და რეაქციები კი დღითიდღე მწვავდება – ექს-პრეზიდენტის გუნდის მტკიცებით, სააკაშვილს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას მიზანმიმართულად უზღუდავენ და კლავენ. ხელისუფლება კი ცილოვანი საკვების მიღებაზე პატიმრის უარს თვითდაზიანებად აფასებს და ოჯახს მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტი საჭირო საკვების და წამლების მიღებაზე დაითანხმოს.