სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და პოლიტიკური თანამებრძოლები პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.

ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების ჯგუფი, რომელიც სამთვიანი პაუზის შემდეგ ციხეში სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა. მედიკოსების დასკვნით, ყოფილ პრეზიდენტს პოსტ-ტრავმული აშლილობა კიდევ უფრო გაუმწვავდა და წონაში კლება დაიწყო, რადგან ცილოვანი საკვების მიღებაზე სწორედ პოსტ-ტრავმული სინდრომის გამო უარს ამბობს. მედიკოსები ფიქრობენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია შეუძლებელია. მისი მდგომარეობა ექიმების მხრიდან ცილოვან შიმშილად ფასდება, თუმცა ამ შეფასებისგან რადიკალურად განსხვავებულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ბოლო მონიტორინგის შემდეგ ომბუდსმენი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციით მიმართავს.