სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კონსილიუმის დასკვნა 

ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შევიდა. ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის და მორიგი მონიტორინგის შემდეგ მედიკოსები სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. ომბუდსმენის მიერ დაკომპლექტებული ჯგუფის წევრების დასკვნით, ექს-პრეზიდენტს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და მძიმე დეპრესია აქვს, რომელიც სხვადასხვა დროს მიღებული სტრესების შედეგია. ექიმების რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილმა ფსიქოთერაპიის კურსი გაიაროს. ამავე ჯგუფის წევრთა განცხადებები ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის პოზიციას არ ემთხვევა. მედიკოსებმა ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები ვერ დაინახეს.