სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 

ისევ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ამჯერად დავის და უთანხმოების საგანი ფსიქოტროპული მედიკამენტებია. საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში მარიამ ჯიშკარიანის განცხადების შემდეგ გააქტიურდა. ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტს ციხეში და შემდეგ უკვე გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებასა და გორის ჰოსპიტალში 27 ნოემბრამდე ფსიქოტროპულ წამლებს არამიზნობრივად და არაადეკვატურად აწვდიდნენ, რასაც ის ფარმაკოლოგიური წამების მეთოდად მიიჩნევს. თუმცა, ამ მოსაზრებისგან რადიკალურად განსხვავებულია იმ კონსილიუმის წევრი ექიმის პოზიცია, რომელიც სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში მოქმედებს. ნევროლოგი ადასტურებს, რომ სააკაშვილს ფსიქოტროპული წამლები ჯერ კიდევ დაკავებამდე ჰქონდა დანიშნული და მათი შეწყვეტა მალე არ ხდება.

ცენტრ „ემპათიას“ დასკვნის შინაარსს არ ეთანხმება ჯერ კიდევ რუსთავის ციხეში შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრიც.