სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

უკვე მეხუთე დღეა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს პრემიერის ინიციატივით შექმნილმა კონსილიუმმა შეამოწმა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომაროება დღითიდღე უმჯობესდება და მკურნალობას ექვემდებარება.

ყოფილი პრეზიდენტი დღეს უკრაინელმა და ქართველმა ადვოკატებმაც მოინახულეს. სააკაშვილს შეხვდა დედა, გიული ალასანიაც, რომელმაც განაცხადა, რომ შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა აშფოთებს.

დილიდან გორში გენო ოსიყმაშვილი მუშაობს.