სააკაშვილის გზავნილი - შსს-ს განცხადება 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყება დაუკავშირდა უკრაინულ მხარეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს არც უკრაინის საზღვარი დაუტოვებია.

როგორ ეხმაურებიან სამინისტროს განცხადებას ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, –  პარტიის პოზიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას თეონა ხუბულავა გაგვაცნობს.