სააკაშვილის გზავნილი ციხიდან და ოპოზიციის გეგმა

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ახალი გზავნილით მიმართავს.

ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებას ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდებს, სხვა შემთხვევაში ბრძოლის კიდევ უფრო გამძაფრებას აანონსებს. მის მიერ ნახსენები ეროვნული შერიგების არსს კი მისივე თანაგუნდელები განმარტავენ და ამბობენ, რომ შერიგება სასამართლო რეფორმას და სააკაშვილის თავისუფლებას გულისხმობს. თუმცა ფაქტია, რომ არჩევნების შემდეგ და ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ფონზე ბრძოლის მომავალი სტრატეგიის გარშემო ოპოზიციაში, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი პოზიციები გაყოფილია. ტაქტიკას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევამდე ჯერ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეც კი არ იზიარებს. სწორედ ნიკა მელიას მიმართ სუს-იდან გაგზავნილი წერილი პოლიტიკური ვნებათაღელვის ახალი მიზეზი ხდება.