სააკაშვილის განცხადებას ოპოზიციური სპექტრი ეხმაურება

15:09, 28.09.2021

ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, –  მორიგი პირობის მიმართ მოსაზრებები ოპოზიციაში განსხვავებულია. ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი და მისი სიტყვების არ სჯერა, ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი შინაარსის ანონსი მხოლოდ „ქართული ოცნებისთვისაა“ ხელსაყრელი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი დარწმუნებულები არიან, რომ ყოფილი პრეზიდენტი 2 ოქტომბერს თბილისში იქნება და იმ შემთხვევაში, თუ მას დააკავებენ, „ქართული ოცნების“ ციხეების სააკაშვილს არ ეშინია.

მსგავსი