სააკაშვილის განცხადება - გამოხმაურებები

მიხეილ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

საუბარია „ინტერფაქს უკრაინასთვის“ მიცემული ინტერვიუდან ამონარიდზე, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. აღნიშნული განცხადება მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასევე აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება აქვს.