სააკაშვილის განცხადება და გამოხმაურება 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი გუშინ გავრცელებულ ფაილებს ეხმაურება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები არ გამოქვეყნებულა. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ჩანაწერების ცალკეული შემთხვევები იყო, თუმცა მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ კარგად იცის 2012 წლამდე რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ შესრულებით.