სააკაშვილის განცხადება და გამოხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის დაბარებას ეხმაურება.

როგორც ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია მწუხარებას იწვევს, რადგან „უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია უფლება და უფლებამოსილება წარმოადგინოს სახელმწიფოს პოზიცია, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ არჩევნების წინ“. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინას ესმის საქართველოში შექმნილი „მგრძნობიარე სიტუაცია“ არჩევნების წინ და უკიდურესად აფასებს ქართველ პარტნიორებთან და შავ ზღვაზე მეზობლებთან მეგობრობას.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ „ინტერფაქს უკრაინასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.