სააკაშვილის ფაქტორი და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები

ბრუნდება თუ არა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში – სოციალურ ქსელში ოპოზიციისადმი მიმართვის გამოქვეყნების პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერობის კანდიდატად ამზადებს ექს-პრეზიდენტს, რომელიც დაკავების შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული და თანაგუნდელებს კონკრეტული მოწოდებებითაც მიმართავდა, თუმცა თვეების წინ საკუთარი პარტიისგან და ქართული პოლიტიკისგან დისტანცირება გამოაცხადა. ქართულ პოლიტიკაზე მისი დუმილის ფონზე სწორედ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ლიდერის გათავისუფლებისთვის ბრძოლა გახდა პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან დაპირისპირების და ვადამდელი შიდა არჩევნების ჩატარების მიზეზიც, რის შემდეგაც პარტია ორადაა გაყოფილი და შიდა განხეთქილება სულ უფრო მწვავდება. გუნდიდან წავიდა რამდენიმე ლიდერი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო წარდგენას სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შიდა კრიზისს და დამფუძნებლის დახმარებით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების მცდელობას უკავშირებს ოპოზიციის ნაწილი.

თამუნა წიკლაური არკვევდა, გააქტიურდება თუ არა პოლიტიკური მიმართულებით მიხეილ სააკაშვილი, რომლის ქართული პოლიტიკიდან წასვლა პოლიტიკური სპექტრის ნაწილისთვის თავიდანვე არ იყო დამაჯერებელი.