სააკაშვილის დაანონსებული ჩამოსვლა - შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა კვლავ შეფასებების თემაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნება ათასობით ადამიანს სურს, ვინც ამ დრომდე მისი პარტიის მხარდამჭერია. „გირჩის“ ლიდერებს სააკაშვილის მორიგი განცხადების არ სჯერათ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას გადაწყვეტს, მისი დაკავება მოხდება, რადგან მის მიმართ სხვადასხვა საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი.