სააკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ ულტიმატუმი ხელისუფლებას.

უკვე თვეებია, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტია პარლამენტში დასაბრუნებლად პირობას აყენებს, რაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პერიოდზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს. ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელების მოთხოვნაა, რომ ციხესა და სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სწორედ ამ კომისიამ გამოიკვლიოს. კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმების მოსაგროვებლად პარტია დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციებს გადის. თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციაში ინიციატივის გარშემო არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, რის გამოც საჭირო 20 ხმის მოგროვება შესაძლოა გართულდეს. არ არის გამორიცხული, კომისიის შექმნის იდეამ მხარდაჭერა მმართველი პარტიიდან მიიღოს.

დატოვე კომენტარი