სააკაშვილი-ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის ბრალდების საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა.

საბიუჯეტო სახსრების, 9 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე სასამართლოში მოქმედი მთავარი აუდიტორი გამოიკითხა. ნოდარ ვეკუას განცხადებით, აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან ყოფილი პრეზიდენტის პირად მიზნებზე თანხები დარღვევებით იხარჯებოდა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მოწმის ჩვენება ბრალდებულების მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ვერ ადასტურებს. საპირისპიროა პროკურორის პოზიცია.