სააღდგომო ნობათი თუში მოსახლეობისთვის

თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათები გადასცა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

თუშეთის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მორიგი ავიარეისი შესრულდა. დღეის მდგომარეობით, თუშეთში მუდმივად მცხოვრები 20 მოქალაქეა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, ზამთრის განმავლობაში დაკეტილია. მთაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ემსახურება, ვერტმფრენი მოქალაქეების ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს.