რვა წლის ეკატერინე ოსიყმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

რვა წლის ეკატერინე ოსიყმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოგონას თავის ტვინის იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნე — ასტრომბლასტომა MN1 გლიომი დაუდგინდა. ეკატერინემ უკვე გაიკეთა ოპერაცია და  გაიარა მკურნალობის კურსი თურქეთში, თუმცა, სამწუხაროდ ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმეა და ექიმების რეკომენდაციით, ისრაელის კლინიკაში გადაყვანაა აუცილებელი. სხვა ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებმა დიაგნოზის სიმძიმის გამო, მის მიღებაზე უარი განაცხადეს.
მკურნალობისთვის საჭიროა 50 000 დოლარი, საიდანაც 10 000 დოლარს ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს. დარჩენილი თანხის შეგროვებისთვის კი აუცილებელია საზოგადოების მხარდაჭერა.