რვა წლის ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს
რვა წლის ბავშვის საზარელი მკვლელობისთვის დაკავებულს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, ახალ დეტალებს გამოკვეთს. რა მუხლით წარედგინება ბრალი 34 მამაკაცს, დღის ბოლომდე გაირკვევა.
იაგო ნებიერიძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მისი დაკავებით კი, 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ოჯახსაც გაუჩნდა იმედი, რომ მათი საქმეც გაიხსნება, რადგან აღნიშნული პირი გატაცების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო.