რუსული სანქციები

გიორგი გაბუნიას სატელევიზიო მონოლოგის შემდეგ მოსკოვში საქართველოსთვის დამატებითი სანქციების ამოქმედების საკითხი დგება დღის წესრიგში.

პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერების შემდეგ, ამჯერად საუბარია ქართული პროდუქციის, მათ შორის, ღვინის აკრძალვასა და ფულადი  გზავნილების შეზღუდვაზე. ინიციატივას რუსეთის დუმის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.

რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებს, ავიამიმოსვლის შეწყვეტის ბრძანება დღეიდან ძალაში შევიდა. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო მგზავრებს ფრენა მესამე ქვეყნების გავლით შეეძლებათ. მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში მოხვედრა ლარსის საბაჟოს მეშვეობით ისევ შესაძლებელია.