რუსული სანქციები 

ქართველი მეწარმეები რუსეთის მხრიდან დამატებითი ეკონომიკური სანქციების ამოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ. მითუმეტეს, რომ ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, რუსეთი პირველ ადგილს იკავებს. ადგილობრივი მწარმოებლები პრევენციის მიზნით ახალი ბაზრების მოძიებაზე აქტიურად მუშაობენ, თუმცა ამბობენ, რომ 2006 წელისგან გასხვავებით, ბაზრები ბევრად დივერსიფიცირებულია. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ექსპერტების განმარტებით, მათი აკრძალვა ადვილი არ იქნება, მითუმეტეს, რომ ფულის გადმორიცხვის არაერთი ალტერნატიული გზა არსებობს. ერთადერთი სფერო, რომელიც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად არის დაზარალებული, ტურიზმია. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ტურიზმის ხელშესაწყობად სამოქმედო გეგმაზე ჯერ ისევ მუშაობს.