რუსული ჯარი უკრაინის საზღვართან

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მზარდი საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

მოსკოვი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების თავმოყრას განაგრძობს. კიევი დასავლეთისგან დახმარებას ითხოვს. უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გაფორმებული დახმარების ფარგლებში უკრაინამ ვაშინგტონს უკვე მიაწოდა საბრძოლო მასალის მორიგი პარტია. ოფიციალური კიევი საზღვაო ძალების განვითარებისთვის დიდი ბრიტანეთისგან სესხსაც მიიღებს. დაძაბული სიტუაციის ფონზე მოსკოვის მიმართ მოწოდებები მკაცრდება. მოსკოვში კი ამტკიცებენ, რომ მათი მიზანი დასავლეთის საფრთხისგან თავდაცვაა.