რუსული აგრესიის საფრთხე უკრაინაში და ოპოზიციის მოთხოვნა 

ოპოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს რეაგირებას არასაკმარისად მიიჩნევს. ოპონენტები ხელისუფლებას პასიურობაში სდებენ ბრალს, რასაც მმართველი გუნდი უსაფუძვლო ბრალდებებად აცხადებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ და საპარლამენტო ოპოზიცია, პირველ რიგში, უკრაინის საკითხზე ორპარტიული რეზოლუციის მიღებას, ასევე მეგობართა ჯგუფის გააქტიურებასა და მხარდაჭერის გამოსახატად უახლოეს დღეებში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა კიევში ვიზიტს მოითხოვს. რეზოლუციის ერთობლივი პროექტის გარშემო მმართველ პარტიასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის კონსულტაციები უკვე ჩანიშნულია.