რუსუდან მანჯგალაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოკომიტეტში აირჩიეს 

21:55, 04.04.2025

საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოკომიტეტის წევრად საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორი, რუსუდან მანჯგალაძე აირჩიეს. ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიო ასამბლეაში, რომელსაც საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიო მასპინძლობს, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და მედია დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე მონაწილეობენ. რადიოს კომიტეტი მიზანია, რადიოს ინტერესების და წარმომადგენლობის წინ წაწევა ევროპის მაუწყებელთა კავშირის მასშტაბით, სადაც გაერთიანებული არიან როგორც რადიოს მიმართულებით მომუშავე წევრები, ასევე ისინი, ვინც აუდიტორიას რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობას სთავაზობს. წლევანდელი ასამბლეის დღის წესრიგშია დისკუსია ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და ევროპის საზოგადოებრივ რადიოებს შორის ურთიერთობაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრია. 2025 წელს საქართველოში რადიომაუწყებლობის დაწყებიდან 100 წელი შესრულდება.

მსგავსი