რუსთავში მკვლელობის საქმეზე ძებნილი დააკავეს

რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს. საუბარია გასულ წელს მომხდარ მკვლელობის საქმეზე. ქვემო ქართლის პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობისთვის ხუთი პირი მომხდარიდან მალევე აიყვანა, ხოლო მე-6 ბრალდებულის დასაკავებლად, აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.