რუსთავში ისტორიული ციხის რეაბილიტაცია იწყება

რუსთავში ისტორიული ციხის რეაბილიტაცია იწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტის თანახმად, პირველ ეტაპზე ისტორიული ციხის ყველაზე დაზიანებული ჩრდილოეთ მონაკვეთის კონსერვაცია, რეაბილიტაცია მოხდება. გამაგრდება და დაზიანებული მონაკვეთები შეივსება. სამუშაოები, რომელიც დღეს დაიწყო 120 ათასი ლარი ჯდება და მას ფონდი „ქართუ აფინანსებს“.