რუსთავში დაჭრილი წვევამდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

12:02, 30.12.2018

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში დაჭრილი წვევამდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფება.

წვევამდელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გუშინ დაიჭრა. მას მუცლის არეში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მსგავსი