„რუსთავქალაქობა 2026“

18:33, 10.10.2026

რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ქალაქში დილიდან მიმდინარეობს. რუსთავის ცენტრალური პარკი შემოქმედებითი და საბავშვო-გასართობი პროგრამებით არის დატვირთული. მრავალფეროვანი სივრცეები სტუმრებს ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვით მასპინძლობს. მოეწყო „ჩვენი თეატრის“ კოსტიუმირებული წარმოდგენა. ახალგაზრდებისთვის სადღესასწაულო განწყობას დიჯეი ქმნის. საღამოს კი რუსთავის მთავარი დღესასწაულის გალა-კონცერტი დაიწყება.

მსგავსი