რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში სამუშაოები გრძელდება.
ხდება წყალარინების მოძველებული და ამორტიზებული ქსელების შეცვლა-განახლება. მათ შორის უკვე დასრულდა ქალაქ რუსთავში, რუსთაველის გამზირის №46-თან მდებარე ქსელის რეაბილიტაცია და აქტიურ ფაზაშია ჭყონდიდელის დასახლებაში, გრანელის ქუჩასა და გიორგაძის ქუჩის მიმდებარედ წყალარინების ქსელების განახლების პროექტები. პარალელურად მიმდინარეობს ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების ახალი მაგისტრალის მოწყობის II ეტაპის სამუშაოები. აღნიშნულ პროექტებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჯამურად 8 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.