რუსთავის საკრებულოს სხდომა

81 მილიონი ლარით განისაზღვრა რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი.

რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 31 მილიონი ლარით მეტია 2021 წლის ბიუჯეტზე. ბიუჯეტი დღეს საკრებულოს წევრთა უმრავლესობით დამტკიცდა. ახალ ბიუჯეტს მხარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა არ დაუჭირეს. მათი განმარტებით ბიუჯეტი ახალი მოწვევის საკრებულოს უნდა მიეღო, რადგან მის შესრულებაზე პასუხისმგებელი სწორედ ახალი საკრებულოა. რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.