რუსთავის მეტალურგიული კომბინატის თანამშრომელთა გაფიცვა

18:46, 31.03.2025

რუსთავში მეტალურგიული კომბინატის 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა.

ხელფასების მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება – ამ მოთხოვნებით დღეს გაფიცულებმა მასშტაბური აქცია გამართეს. სრულად გაჩერებულია ფოლადსადნობი და სორტული საამქრო.   პროცესში ჩართულია პროფკავშირებიც. გაფიციულებს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა დარგის პროფკავშირების წარმომადგენლებმაც და მხარდასაჭერად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ.

მსგავსი