რუსთავის გარეუბანში გერმანელი ჯარისკაცის ნეშტი აღმოაჩინეს

რუსთავის გარეუბანში, ე.წ. საწარმოო ზონაში, ზედაპირული დათვალიერების შედეგად, გერმანელი ჯარისკაცის ნეშტი აღმოაჩინეს. სამარხი ამყარებს მოსაზრებებს, რომ რუსთავის გარეუბანში გერმანელი სამხედრო ტყვეები მეორე მსოფლიო ომის დროს მოხვდნენ.

რამდენიმე დღეა რუსთავში  გერმანელი ექსპერტისა და რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლების მონაწილეობით, სამუშაოები მიმდინარეობს.