რუსთავი განახლების ახალ ეტაპზე

21:21, 01.11.2026

„ახალი ქალაქი დიდი ისტორიით“ განახლების კიდევ ერთ თავს წერს. რუსთავში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტები მოიცავს საგზაო ქსელის, ავარიული შენობების, შიდასაუბნო სივრცეების კეთილმოწყობასა და რეკრეაციული ზონების განვითარებას. სულ მალე დაიწყება სპორტული ქალაქისა და ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაც. ისტორიულ კულტურის სახლში კი უკვე გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების არტ-პავილიონი, რომელიც არაერთ შემოქმედებით სივრცეს აერთიანებს.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემდეგ, ქალაქი, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას, უძველეს ისტორიასა და არქეოლოგიურ მემკვიდრეობას აერთიანებს, კიდევ უფრო უსაფრთხო, ენერგოეფექტური და კულტურულად აქტიური გახდება.

რუსუდან ლოლაძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი