რუსთაველის სახელობის თეატრში ქველმოქმედთა დღეს აღნიშნავენ

18:28, 11.02.2018

ქველმოქმედთა დღეს აღნიშნავენ ამ წუთებში რუსთაველის სახელობის თეატრში.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით იმართება.

საპატიო ქველმოქმედის სიგელით დაჯილდოვდებიან ფონდები, ორგანიზაციები და მეცენატები წლის მანძილზე გაწეული ქველმოქმედებისთვის.

ღონისძიებაში ქართული ესტრადის მომღერლები და ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობენ.

მსგავსი