რუსთაველის გამზირზე მოწყობილი ექსპოზიცია ასი წლის ამბებს გვიყვება - პირდაპირი რეპორტაჟი ადგილიდან

საუკუნოვანი ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების, შემდეგ გასაბჭოებისა და აღდგენის შესახებ, – ქალაქის მთავარ ქუჩაზე მოწყობილი ექსპოზიცია 100 წლის ამბებს გვიყვება. საარქივო მასალებთან ერთად რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა უწყებების გამოფენები იმართება.

წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკაც, მათგან მთავარი კი წელს ახლადშეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინია.

გიორგი კობერიძე განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს – რა შეგვიძლია ვნახოთ დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე?