რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა

დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა სიმბოლური აქცია, რომელიც 20 ივნისის ცნობილი მოვლენების ერთი წლის თავზე, ისევ რუსთაველის გამზირზე, საკანონდებლო ორგანოსთან გაიმართა.

ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ –  ამ სახელწოდებით, დემონსტრაციაზე სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. გამომსვლელებს შორის იყვნენ პოლიტიკოსებიც. პანდემიის გათვალისწინებით, ორმეტრიანი დისტანციის დასაცავად, რუსთაველის გამზირზე სტიკერები დააკრეს, რომელზეც სახეზე ნაბიჯების გამოსახულებით, რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტი იყო დატანილი.

დატოვე კომენტარი