რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

პროექტი რამდენიმე ეტაპს გულისხმობს. 2024 წლიდან დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში შენობების ფასადების და სახურავების მოწესრიგებაა გათვალისწინებული. დაგეგმილია ავარიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების გამაგრებაც. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგზაო ინფრასტრუქტურასაც, ასევე შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ორ წელზე გათვლილი სამუშაოები გამზირისთვის ავთენტური იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.