რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

12:15, 10.08.2026

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის ფარგლებში, სრულად იცვლება მიწისქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურა. მიმდინარე პროცესს თბილისის მერი დილიდან გაეცნო. ტროტუარებზე ეწყობა მიწისქვეშა კაბელარხები, სადაც საჰაერო სადენები განთავსდება. საფეხმავლო ნაწილში მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი. მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების სრული რეაბილიტაციის შემდეგ, სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებით გაგრძელდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

მსგავსი