რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. პროექტის თანახმად, რუსთაველის გამზირზე 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები სრულად განახლდება, მოეწყობა 87 საკვანძო ჭა და 15 თანამედროვე სახანძრო ჰიდრანტი. სამუშაობი ხორციელდება Aqualia-ს მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის ხანგრძლივ მდგრადობას.
აღნიშნულ პროექტში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს, რაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის საიმედო წყალმომარაგებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.