რუსი დიპლომატის განცხადება

რუსეთი ყურადღებით აკვირდება შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო გეგმებს და ალიანსის ქმედებებზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

შეკითხვაზე, რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს აქტიურობის გაძლიერების მიმართ, გრუშკომ განაცხადა, რომ „ცალსახად ნეგატიურად“.

რუსი დიპლომატის თქმით, ალიანსის ქმედებები მხოლოდ არღვევს რეგიონულ სტაბილურობას. მისივე განცხადებით, მოსკოვი მიიღებს აუცილებელ ზომებს შესაბამისი საფრთხეების ნეიტრალიზებისთვის.