რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგები

თეირანის შეხვედრა, რომლის შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდა.

ირანის, თურქეთისა და რუსეთის ლიდერები მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ. სამმხრივი დიალოგის პარალელურად არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ერდოღან-პუტინის პირისპირ შეხვედრა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, რის გამოც ლიდერები შეიკრიბნენ, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის გზების გახსნას უკავშირდება, რადგან უკრაინული პორტების ბლოკადის გამო გლობალური სასურსათო კრიზისი სულ უფრო მწვავდება და არაერთი ქვეყანა საკვების დეფიციტს განიცდის. რუსეთი თანახმაა, უკრაინული მარცვლეულის საზღვაო გზით ექსპორტს ხელი შეუწყოს, თუმცა სანაცვლოდ პუტინი დასავლეთს საკუთარ პირობებს უყენებს. რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნაა, რომ რუსული მარცვლეულის ექსპორტს ყველა სახის შეზღუდვა მოეხსნას.

დატოვე კომენტარი