რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება

„რუსული არმია უკრაინაში სპეცოპერაციას დასახული მიზნების მიღწევამდე გააგრძელებს“ – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის მთავარი ამოცანაა, რუსეთის დაცვა დასავლეთის სამხედრო საფრთხისგან. სერგეი შოიგუს განცხადებით, იერიშების სამიზნე უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაა. „ხაზს ვუსვამ, რომ დარტყმები ხორციელდება მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე და ექსკლუზიურად მაღალი სიზუსტის იარაღით“ – თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.