რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომის 112-ე დღე უკრაინაში – ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში აფეთქებების ხმა არ წყდება. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ოკუპანტები შეტევებს განაგრძობენ. რთული მდგომარეობაა სევეროდონეცკში და მიმდებარე დასახლებებში.

გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დონბასის მიმართულებით ბრძოლაში მკვეთრი ცვლილებები არ მომხდარა. ინტენსიურია შეტაკებები ხარკოვში, სადაც რუსები პოზიციების გამაგრებას ცდილობენ.