რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალები დონბასზე შეტევას აძლიერებენ.

მთელი ლუგანსკის ოლქზე კონტროლის დასამყარებლად რუსი სამხედროები ამჯერად სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს უტევენ. ინტენსიური საომარი მოქმედებების ეპიცენტრში აღმოჩნდა ქალაქი ლიმანსიც. დასახლებების დიდი ნაწილი მიწასთანაა გასწორებული. რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაკავებლად ზელენსკი დასავლეთისგან იარაღის მიწოდებას ითხოვს და ევროპას კიდევ ერთხელ საყვედურობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის გარშემო შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცალკე გამოწვევაა უკრაინული პორტების ჩაკეტვის გამო შექმნილი გლობალური სასურსათო კრიზისი, რომლის განსამუხტად მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოებას სანქციების გაუქმებას სთხოვს.