უკრაინაზე საჰაერო თავდასხმები არ წყდება – იზრდება გარდაცვლილთა და დაღუპულთა რიცხვი. ოკუპანტები სევეროდონეცკზე შეტევას აგრძელებენ. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. რუსული ძალები უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებას ცდილობენ.
ხარკოვის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა ოკუპირებული პოზიციების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რუბეჟნოესთან ახლოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა. საარტილერიო იერიში განხორციელდა ზაპოროჟიეზეც, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.