რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

12:18, 30.08.2026

რუსულმა არმიამ კიევი კვლავ დაბომბა. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, 12-სართულიან საცხოვრებელ სახლში, თავდასხმის შედეგად მე-2 და მე-6 სართულებზე ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პოდოლსკის რაიონში სასაწყობე ფართს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო ჰოლოსიივსკის რაიონში სასაწყობე შენობა დაზიანდა. ამავდროულად, რუსეთის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ კვირას ღამით, რეგიონში 42 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი ინფორმაციით, დრონების თავდასხმის შედეგად კირიშის სამრეწველო ზონაში ხანძარი გაჩნდა. მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე 10 დრონი ჩამოაგდეს.

მსგავსი