რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა კიევის რეგიონში მდებარე ბირთვული საწვავის შესანახ ობიექტზე შეტევა მიიტანა. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა და დაზიანდა კონტეინერების მიმღები შენობა. „ენერგოატომის“ ინფორმაციით, მომხდარის ადგილზე რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია. თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ანდრეი სიბიგას თქმით, რუსეთის ბირთვული შანტაჟი და მუქარა სისტემური და მიუღებელია. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა ისიც, რომ მომხდარის გამო აგრესორზე წნეხი უნდა გაიზარდოს.