რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინული კომპანიის, „ცენტრენერგოს“ თბოელექტროსადგურებზე რუსეთის ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავება სრულად შეჩერდა. უკრაინული მედიის ცნობით, უპრეცედენტო რაოდენობის რაკეტები და დრონები იმავე სადგურებს ესხმოდა თავს, რომლებიც 2024 წლის დამანგრეველი თავდასხმის შემდეგ აღადგინეს. ამასთან რუსეთის ფედერაციამ კვლავ განახორციელა მასშტაბური თავდასხმა „ნაფტოგაზზე“, რაც ოქტომბრის დასაწყისიდან მეცხრე მიზანმიმართული დარტყმაა სამოქალაქო გაზის ინფრასტრუქტურაზე. თუმცა, უკრაინას რუსეთი უპასუხოდ არ დაუტოვებია. დრონები ვორონეჟის, ბრიანსკისა და როსტოვის ოლქების თავზე გამოჩნდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 44 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს და თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. უკრაინის პრეზიდენტი კი თვლის, რომ რუსეთზე ზეწოლა არასაკმარისია და აუცილებელია მეტი სანქციის დაწესება.