რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთი უკრაინის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს. ღამის განმავლობაში თავდასხმა ზაპოროჟიეს ოლქზე განხორციელდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. როგორც უკრაინული მედია წერს, დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში 105 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.